კრიმინალი

გურიაში სიძე-პატარძალს საწოლი და ქვეშაგები მოპარეს. სიძე იძახდა სად დავწვე ახლა მეო?!

«გურიის მოამბის» ინფორმაციით   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს რესტორნიდან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები.

გურიის მოამბეს ერთ-ერთი მეზობელი უყვება, რომ:

„მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში“, — აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ზუგდიდში წყვილის მალული ქორწინების გამო, სიმამრმა სასიძო დაჭრა

დინამოს სტადიონის ავტოსადგომზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებითა და სათვალთვალო კამერებით სავსე მანქანა არმოაჩინეს

კიევში დნეპრის რაიონში მრავალსართულიანი სახლის ახლოს მდებარე სპორტულ მოედანზე აფეთქება მოხდა

დატოვე კომენტარი