განცხადებებიკრიმინალი

გურიაში ახალგაზრდა მამაკაცმა 79 წლის მოხუცი გაგუდა და ეზოდან მანქანა მოიპარა-დაკავებულია 1 პირი (ვიდეო)

«პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობა გახსნა — დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს.
პოლიციამ ამავე სოფელში დააკავა ბრალდებული ზ.დ.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს.»-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში»

Loading…

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის აქციები მკვეთრად დაეცა. გახმაურებული სკანდალის მნიშვნელოვანი დეტალები. დაარღვია თუ არა ფეისბუქმა წესები?

Joni Kvaracxelia

80 წლამდე ტაქსის მძღოლმა 31 წლის შშმ პირზე სექსუალურად იძალადა

roma sajaia

«აღდგა სამართლიანობა ისევე, როგორც აღდგება სამართლიანობა საქართველოში»-ნიკა მელია სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი