“გული მერევა ამ ქვეყანაზე და მის მემტალობაზე…”

0
1470

კარგად უყურეთ ამ მშვიდობიანი ბიჭის სურათს, რომელიც ქუჩური მენტალობის გამო გვამად იქცა…
კარგად უყურეთ, განსაკუთრებით “მამიკოებო და კაცმაცუნებო”, რომლებსაც “ვაჟკაცობა” გგონიათ შვილების ქუჩური წესებით აღზრდა, ვინც ბიჭებს პატარაობიდანვე ასწავლით, რომ ქუჩური გარჩევებში მონაწილეობა კაცობა და ვაჟკაცობაა…
უყურეთ ამ ნიჭიერი სპორტსმენი ბიჭის გვამის ფოტოს, რომ გაიაზროთ რა გულისამრევები ხართ ყველა, ვინც ახალი თაობებიც ძველი თაობების ბნელ გზას გაუყენეთ…
ნუთუ საკმარისი არ იყო სარალიძის გვამი, რომ სახელმწიფოს გახსენებოდა ახალგაზრდობა და სასტიკად დასჯილიყვნენ მკვლელები და მოძალადეები… მაგრამ არა, ზოგი მამაოს შვილი იყო და ეპატიებოდა, ზოგი ჩინოვნიკის, ზოგს უბრალოდ გავლენიანი პატრონი ჰყავდა… :)))
აი ეს შედეგი დგება, როცა დამნაშავეები სათანადოდ არ ისჯებიან, როცა ქუჩური მენტალობა კანონით მკაცრად არ ისჯება… ეს შედეგი მოაქვს ქურდული მენტალობით გაფუჭებულ რეალობას… დაუსჯელობის სინდრომს… ვინც არ უნდა იყოს მკვლელი, თუნდაც არასრულწლოვანი იყოს, მკაცრად, ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ მეორედ მისმა თანატოლმა იგივე ვერ გაბედოს…
უკვე ცხადია, ადამიანებს მარტივად შეგვიძლია სხვების სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ კანონი და სამართალი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე და არა ქუჩური მენტალობა და საქმის გარჩევები…
ქურდული მენტალიტეტი საბჭოთა კავშირის გვიანდელმა რეჟიმმა შემოიღო და დაამკვიდრა… მას მერე რუსულ ნაბიჭვრობასა და მენტალიტეტს ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ან ფსიქიკა შეეწირა…
ამ მენტალობის გამო, ათასობით ბავშვს ჩაგრავენ ბაღებში, სკოლებში, ქუჩებში, უნივერსიტეტში, ყველგან…
სამწუხაროდ, გვამები მუდმივად მშვიდობიანი და კარგი ახალგაზრდები არიან, რადგან მათი მოკვლა, დაჩმორება ამ ქვეყანაში ნორმაა და მარტივია… 🙁
ეს შედეგი მოაქვს უმცირესობების დამცირებას, მათზე ძალადობის წახალისებას, ადამიანს სიყვარული უნდა ასწავლო და არა ბოროტება და ძალადობა… ეს შედეგი მოაქვს იმას, რომ ამ ქვეყანაში პედოფილია,მკვლელობა უფრო უწყინარ დანაშაულად ითვლება, ვიდრე ერთი ნაფაზის დარტყმა…
ეს შედეგი მოაქვს ნეპოტიზმს, როცა გავლენიანებს აქვთ პრივილეგია და სათანადოდ არ ისჯებიან…
ეს შედეგი მოაქვს გაუნათლებლობას, უყურადღებობას, განუვითარებლობას, უპასუხისმგებლობას, სხვების სიცოცხლისა და უფლებების ფეხებზე დაკიდებას… ევროპული კულტურის გარყვნილებად გამოცხადებას და მტრის ბანაკში ყოფნას. 🙁
ახლა უყურეთ გვამს და იტირეთ ცხარე ცრემლებით… ამ ბიჭის მკვლელობაში თქვენც და თქვენი მენტალობაც ხართ გარეული… ახლა კიდევ მოუწოდეთ “სუსტის” ჩაგვრისკენ სხვას, კიდევ ასწავლეთ თქვენს ბიჭებს რომ ვაჟკაცობა სხვებზე ძალადობა და ქუჩური გარჩევებია…
გული მერევა ამ ქვეყანაზე და მის მემტალობაზე…
მთელი სისტემა მალევე ძირეულადაა შესაცვლელი, თორემ დავბრუნდებით ისევ საბჭოთა კავშირის ყველაზე ბნელ და ამორალურ წლებში… 🙁
გულიმერევა…

ბექა ბოკუჩავა

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ