“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში, სავარაუდოდ გულის შეტევით ახალგორის საავადმყოფოშია გადაყვანილი სოფელ იკოთის მკვიდრი ნ.გ ახლობლები ითხოვენ პაციენტის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედოს მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების მიერ, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა.
Loading…