სხვადასხვა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებიდან ირკვევა, რომ უამინდობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

«თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით»-აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

BBC: ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი

«4 დღის განმავლობაში, თბილისში, უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა»

Joni Kvaracxelia

თეა დარჩიამ რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ცეკვა მიუძღვნა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი