ანალიტიკაპუბლიკაციები

გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე

„რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ: ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ვიყავით თანამებრძოლები და ძალიან ბევრ საკითხში ერთ აზრზე ვიყავით.. მე პირადად მქონდა მაშინ მიშასთან საუბარი.. ბევრი რამ არ მომწონდა.. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.. მე ოპოზიციაში ვიყავი სააკაშვილის ხელისუფლებასთან..
შევეცდები, ობიექტური ვიყო მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში:

მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა,
მომწონს ეს მე, თუ არა,
მიხეილ სააკაშვილი არის, პრინციპში, ერთადერთი პოლიტიკოსი დღევანდელ საქართველოში. და არა მარტო დღევანდელ საქართველოში, ჩემო ძვირფასო მეგობრებო.
მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღმოსავლეთ ევროპაში, ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა იწვევს რეფორმების გასატარებლად. მოლდოვა, მაგალითად. პირდაპირ მოწვევებს უკეთებენ. უკრაინაში ძალიან საინტერესოა მისი მდგომარეობა, მის მოსაზრებებს ითვალისწინებენ როგორც მისი მტრები, ისე მოკეთეები.

ვინც რა არ უნდა ვილაპარაკოთ, გინდა ცუდი და გინდა კარგი, სააკაშვილი ფიგურაა!.. და დღევანდელ საქართველოში, და განსაკუთრებით დღევანდელ ხელისუფლებაში, ერთად რომ გადააბა ყველა, სუყველა ერთად რომ შეკრიბო და გინდა მერე მრავალჯერ გადაამრავლო, ახლოსაც ვერ მივლენ მასთან.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის ფაქტორი!
მას ჰყავს რამოდენიმე ასეულ ათასი მომხრე ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი თანამემამულეები, ამ ქვეყნის მოქალაქეები.
და გარდა ამისა, რამდენადაც მე ინფორმაციებს ვფლობ, ქართული ემიგარციის და, სხვათაშორის, რუსეთშიც კი, და დასავლეთის ქვეყნების ემიგრაციის დიდი უმრავლესობა, ეს შეიძლება ითქვას, რომ 80%-ზე მეტია, არის მიხეილ სააკაშვილის მომხრე.

ამის შესახებ მე სერიოზული ინფორმაციები მაქვს და ეს არ არის ჭორები. რამოდენიმე დღის წინ, მეგობრის ოჯახში შევხვდი რუსეთიდან ჩამოსულ ქართველებს, სხვათაშორის, რუსეთში ძალიან წარმატებულ ქართველებს, ბიზნესის თვალსაზრისისთ, რომლებიც დიდი ხნის წინ წასულები და საკმაოდ აპოლიტიკურები არიან. მათ მითხრეს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების, ემიგრაციის დიდი უმრავლესობა არის მიხეილ სააკაშვილის მომხრე.
ეს არის ფაქტორი, ჩემო ძვირფასებო!

ამას ახლა ტროლებიც გვისმენენ, ყირაზე რომ გადადიან ბიძინას ორკები, რამიშვილის და ნაცვლიშვილის ტროლები, უკეთესი სარდლები რომ ვერ ჩაიყენეს სათავეში და ჩემი მსგავსი განცხადებების კეთების მერე აფუთფუთდებიან და ლუკმას გამოიმუშავებენ ბიძინას ფონდებიდან ჩემი ლანძღვით.
ჰოდა ახლა, ყირაზე რომ გადახვალთ და მალაყებს შეკრავთ,
ასეა — მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი!..
მიხეილ სააკაშვილის გაქრობა თუ უნდოდა ივანიშვილს, რეფორმები უნდა გაეგრძელებინა ქვეყანაში. ხალხმა იხილა ყველაფერი!.. სხვაობას ხედავს!.. შეუმდგარი სახელმწიფო ვიყავით 2003 წლამდე.

საქართველოს ძალიან ცუდი რაღაცეები ემუქრება და მითუმეტეს ამ ხელისუფლების პირობებში, ამ პრემიერის, ამ პრეზიდენტის პირობებში და ბიძინას გონებრივი შესაძლებლობების ხელში.
ჩვენ გვემუქრება განადგურება როგორც სახელმწიფოს, რასაც შეიძლება ფიზიკური განადგურება და დაშლაც კი მოჰყვეს…
ამიტომ, დიდი ერთობაა გასაკეთებელი.

ვითარებას ცვლიან, პროგრესს ქმნიან და ქვეყანას ქმნიან იდეალისტები და არა პრაგმატიკოსები! პრაგმატიკოსების დრო დამთავრდა. 7-წლიანი პრაგმატიზმი დამთავრდა, რომელმაც მოგუდა საქართველო, როგორც სახელმწიფო და სული ამოაძრო ქართველ ხალხს.
რეფორმებს ქმნიან, სიახლეს ქმნიან და ისტორიას ქმნიან იდეალისტები!
ამიტომ, დიდი გაერთიანებაა საჭირო!
საჭირო იქნება ფორმულა — ყველა ერთის წინააღმდეგ!
რადგან მხოლოდ ეს ფორმულა გაამართლებს ამ ქვეყანაში!»

გუბაზ სანიკიძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ბრძოლის ილუზია

Joni Kvaracxelia

საეკლესიო გადატრიალების ქრონიკები

იმ ქვეყანაში სადაც მმართველები ხალხის ქონებას იპარავენ, მოქალაქეები ღარიბები არიან

დატოვე კომენტარი