ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას.
შსს-ს მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განცხადება გააკეთა:
„ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაიწყო უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, როგორც კი რაიმე შედეგი იქნება და მოტივი დადასტურდება, დაუყოვნებლივ, საზოგადოებას ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია, ისევე როგორც არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მოვახდინეთ საზოგადოების ინფორმირება,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
