არჩევნებიპოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი «რესპუბლიკური პარტიაც» გახდა

«რესპუბლიკური პარტიაც მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას მეორე ტურში» — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რესპუბლიკური პარტიის სხვა ლიდერებმაც. ანუ პარტია სრულ მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდადატურას.

შტაბში მათ განიხილეს საერთო ინტერესთა საგანი, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ორივე მხარისთვის ასევე ქვეყნისთვისაც.

ბერძენიშვილის თქმით, რესპუბლიკური პარტია მის აქტივში არსებული სრული რესურსით გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანდება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ხატია დეკანოიძე მის შტაბში სუსის წარმომადგენლების სტუმრობის ფაქტზე საუბრობს

ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია სლოვაკეთში (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

მაიკ პომპეომ დავით ზალკალიანს წერილი გამოუგზავნა

დატოვე კომენტარი