არჩევნებიპუბლიკაციები

გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად

დღეს გაერთიანებული ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა ღირსეულ მოქალაქე ბატონი გრიგოლ ვაშაძეს.
ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ნიკა რურუას ამასწინანდელი ფეისბუქ პოსტი, სადაც ის ცდილობდა გამოეკვეთა იდეა, რომლის ირგვლივაც შეიძლება გაერთიანდეს ყველა მოქალაქე. მეც შევეცადე მარტივად მომეხდინა ამ იდეის ფორმულირება და ვთვლი, რომ ეს არის ქვეყნის მოქალაქეთა დაუოკებელი სურვილი წარმატებისა და წარმატებულობისა.
წარმატებული ქვეყანა შედგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ყავს წარმატებული მოქალაქეები. მოქალაქის წარმატებულობას კი განაპირობებს გარემო სადაც თითოეულ მოქალაქეს ეძლევა საშუალება მაქსიმალურად მოახდინოს საკუთარი პიროვნების, საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზება. ხალხს ყველაზე ძალიან წყურია წარმატება. პირველ რიგში საკუთარი წარმატებულობა და შემდეგ საქართველოს წარმატება. დიახ ბატონებო, ზუსტად ამ თანმიმდევრობით — წარმატებული მოქალაქე და წარმატებული სახელმწიფო.
ამ ამოცანის გადასაჭრელად კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოლიგარქიული, ნეპოტისტური გარემოს მოსპობას და იმ ცივილიზებული, პირუთვნელ კონკურენციაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, სადაც არაეფექტურია ქრთამი, ნეპოტიზმი და ზოგადად ძალადობა. სადაც წარმატება მიიღწევა განათლებით და იმ პიროვნული უნარჩვევებით, როლებიც დამახასიათებელია ცივილიზებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის. სადაც ფასდება პატიოსნება, შრომისუნარიანობა და სიკეთე.
ზუსტად ამის პრელუდიაა ბატონი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. დიახ ბატონებო, ამ დიდი პიროვნების გამარჯვება დაუდებს საწყისს ქვეყნის ბედის წაღმა შემობრუნებას და უიმედობის დიდი იმედით შეცვლას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი განასახიერებს იმ წარმატებულ და ცივილიზებულ სამყაროს, რომლის ბუნებრივ ნაწილად უნდა იქცეს ჩვენი საქართველო.

დავით ნებიერიძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ალეკო ელისაშვილი საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

“სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია»-მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

«ბედი ქართლისა» 28 ოქტომბერს გადაწყდება საქართველოსთვის-ეს არჩევნები იქნება დიაგნოზი ქართველი ერის მდგომარეობისა

დატოვე კომენტარი