«ნაციონალური მოძრაობის» წევრი, დეპუტატი, რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენისა და უკრაინაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.
«თუ საჭირო გახდება, მიხეილ სააკაშვილი იქნება უკრაინის პოლიტიკაში ან ადმინისტრაციაში, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი მნიშვნელობა საქართველო აქვს და უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს», — განაცხადა რომან გოცირიძემ.
Loading…