ამ წუთებში, სტალინისტები გორის ადმინისტრაციული შენობის წინ განაგრძობენ აქციას – ისინი ქალაქში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ.
50-მდე მოქალაქე აქციაზე სტალინის ფოტოებით და წითელი დროშებით არის მოსული. მათ შორის ახალგაზრდები არ შეინიშნებიან, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოსვლების მასშტაბები გაიზრდება.
“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ არ გავჩერდებით და გამოვალთ ყოველ დღე”, – ამბობენ ისინი.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორია “კომუნისტური პარტია” და “მეგობრობა და სამართლიანობა”.

წყარო:რადიომოზაიკა
Loading…
