სხვადასხვა

გორში პატრულმა და მოქალაქემ ერთმანეთი დაწყევლეს

“არ მოგახმაროს ღმერთმა ეს ჯარიმა”, – უთხრა 50 წლამდე ასაკის ქალმა გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მას შემდეგ, რაც პატრულმა მისი მეუღლე საგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.

“შენსკენ იყოს ეს ყველაფერი”,- უპასუხა პატრულმა.

“ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელმაც პატრულის მტკიცებით საგზაო მოძრაობის წესები გორის სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია, პატრულს არაერთხელ უთხრა, რომ ჯარიმას უსამართლოდ უწერდნენ.

ცოლ-ქმრის პროტესტის მიუხედავად, პატრულმა “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლს ჯარიმა მაინც დაუწერა.

radiomosaic.ge

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“დაიწყება მასობრივი ძარცვა, დაყაჩაღება, კრიმინალი…”

ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს-ემოციური კადრები (ვიდეო)

ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბეს თბილისში 2 თებერვალს ჩამოასვენებენ

დატოვე კომენტარი