კრიმინალი

გორში ოჯახური ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს,” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“ბავშვი რატომ მოკალიო, ტიროდა და რას ვუზამდიო, ეგ უთქვამს“- სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში

Joni Kvaracxelia

10 წელი მისაჯეს პირს, რომელმაც არასრულწოვანი გააუპატიურა

შსს-ს თანამშრომლები ნარკოტიკების უკანონო შენახვა გასაღების ფაქტზე დააკავეს

დატოვე კომენტარი