კრიმინალი

გორის რაიონში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს

გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის გოგო, რომელიც, 11 აგვისტოს, სავარაუდოდ, ქორწინების მიზნით მოიტაცეს, პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია.

არასრულწლოვანი გორი-თბილისის ტრასიდან მოიტაცეს, როდესაც ის თბილისში მიდიოდა. გოგონა მე-12 კლასელია.

როგორც არასრულწლოვნის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ არ იციან გოგონას ზუსტი ადგილსამყოფელი და პოლიციისგან დროულად რეაგირებას და მის პოვნას მოითხოვენ. შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მცემენ, მკლავენ, ფეხებით გადამკიდეს»-გურჯაანის პოლიციაში არასრულწლოვანს აწამებდნენ (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ტყის ყოფილი მცველი, რომელმაც გარემოს 243 980 ლარის ზიანი მიაყენა დააკავეს

გუკა რჩეულიშვილი დააპატიმრეს

დატოვე კომენტარი