განცხადება/მიმართვა

“გონიერება გვმართებს…”-სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  სოზარ სუბარი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციებს გამოეხმაურა.

“გონიერება გვმართებს ყოველთვის. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიმიღია ცხელ გულზე, მათ შორის, ვიყავი ერთ-ერთი აქტივისტი და დამწყები „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის და ეს იყო საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა. ხაიში, რომელიც გადავარჩინეთ დატბორვას, ჩემი მშობლიური სოფელია. ჭუბერთან ყველაზე ახლო სოფელია და ჩემი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ საქართველომ უზარმაზარი დარტყმა განიცადა იმით, რომ ხუდონის ჰესი არ აშენდა.

მაშინ რომ გაგვეაზრებინა ყველას, რას ვუკეთებდით საქართველოს ეკონომიკას, თვითონ ხაიშელებიც თანახმა იქნებოდნენ. იტყოდნენ, ოღონდაც საქართველოს ასეთი დარტყმა არ მივაყენოთ და თანახმა ვართ, სხვაგან გადავსახლდეთო. გონივრულად უნდა მივუდგეთ საკითხს და მხოლოდ ცხელი და ალალი გული არ კმარა თუ გონიერებაც არ დავუმატეთ” – განაცხადა სუბარმა.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

“მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს მოგეწონებათ ? რომელმაც შეიძლება თბილისი წალეკოს…”-სააკაშვილი “ნამახვანჰესზე”(ვიდეო)

roma sajaia

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის ის მეცენატია- ფრიდონ ინჯია

“მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ”-ვის ემუქრება ირაკლი ოქრუაშვილი? (ვიდეო)

დატოვე კომენტარი