სხვადასხვა

გოგი წულაიას ოპერაცია უტარდება…რას აცხადებს მისი მკურნალი ექიმი?

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით კლინიკაში მოათავსეს, მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გოგი წულაიას მკურნალი ექიმი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

«დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით. ეს არის რიგით მესამე შემთხვევა. ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება» -განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩემი ცოლის დაქალების» მსახიობი «ჩიკა» 1200 ლარით დააჯარიმეს

121-მდე დაღუპული და 500-ზე მეტი დაშავებული-ლიბიაში საომარი მოქმედებები გრძელდება

Joni Kvaracxelia

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტს დაიკავებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი