განცხადებებისოცქსელი

გოგი თათუხაშვილი: «ბატონო გია, თქვენი კეთილგონიერების იმედი მაქვს. გთხოვთ, ღიად დააფიქსიროთ თქვენი პარტიის,»ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის» პოზიცია»

გენერალი, გოგი თათუხაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე «ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის» ლიდერს, გია ბერძენაძეს მიმართავს:

«ჯოხარ დუდაევი: ,,ბევრი რუსულ ტანკებს მედგრად დაუდგა, რუსულ ფულს კი ვერა!’’

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბევრჯერ ნათქვამს, რომელიც უკვე ვფიქრობ არავისთვისაა სიახლე: ბიძინა ივანიშვილი არის რუსული პროექტი და ატარებს თავისი ბატონის, პუტინის პოლიტიკას. ყიდულობს პარტიებს, პოლიტიკოსებს, ადამიანებს! ყიდულობს საქართველოს ხვალინდელ დღეს, მომავალს! ყიდულობს სათითაოდ და ბითუმად! ….
მოვლენების განვითარებას ვაკვირდები და აღშფოთებას ვერ ვიტევ…როდესაც 90-იანი წლების ტრაგიკული შეცდომების კვალი ჯერაც ეტყობა ქვეყანას, როდესაც ამდენი ცხედრები, სისხლი, ცრემლი დაიღვარა და ქვეყნის უკუსვლა გამოიწვია, ,,თბილისის ომმა», ვიღაც პერსონები, რომელთაც რაღაც ეკითხებათ ქვეყანაში, ბედავენ იარაღის ჟღარუნს, კონფრომტაციული განცხადებების გაკეთებას. განცხადებებსაც არ კმარობენ, ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციის მხარდამჭერებს. თანაც სენსიტიურ რეგიონში, რომელზეც საქართველოს უსაფრთხოების წითელი ხაზი გადის!
მეგობრებო, ასე ძალიან ბეცები ხართ, თუ უკვე საბოლოოდ შიფრავთ საკუთარ თავს-სამშობლოს მოღალატეს?!
მოსკოვის დავალებით, უკვე ღიად მოუწოდებენ ხალხს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და ომისკენ. რაც აშკარა მექანიზმია არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობის დასაშინებლად
ირაკლი სესიაშვილი: ,,პირველი ჯარისკაცი ვიქნები ვინც ქვეყანას მოღალატეებისგან დაიცავს…’’
https://www.radiotavisupleba.ge/a/29573100.html
გედევან ფოფხაძე :„თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების, ამაში დარწმუნებული ვარ. https://1tv.ge/…/gedevan-fofkhadze-grigol-vashadze-tu-arch…/
ჯუმბერ ანანიძე :ბატონო ბიძინა! მიუხედავად ყველაფრისა, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, ყველაფერი გავაკეთე, რათა «ქართული ოცნება» ყოფილიყო გამარჯვებული, ამავე დროს კი მე წარმოვადგენდი და წარმოვადგენ «ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის» ერთ-ერთ ლიდერს…
ჩვენ ეს გავაკეთეთ მოძრაობის თავმჯდომარესთან, ბატონ გია ბერძენიძესთან ერთად ბატონო ბიძინა, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ეს სიცრუის მანქანა ამ ქვეყანაში…
https://www.facebook.com/100006099489933/posts/2203515453195083/
ამ მოწოდების განსახორციელებლად იბარებენ ვეტერანებს, მაგალითად გია ბერძენაძეს და მის პარტიას,»ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის» რომელიც სხვათა შორის ღიად იყო ,,ოცნების» მხარდამჭერი და მათ მოყვანაში გარკვეული წვლილი აქვს. თუმცა შემდეგ, როგორც ბევრი სხვა, ,,გადააგდეს» და ,,დაიკიდეს». ეხლა, როდესაც არეულობაზე და რუსეთზე მეოცნებე 37 მანეთიანებს გაუჭირდათ, გაახსენდათ ბერძენაძე და მისი პარტია , ასევე სხვა ვეტერანები.
ბატონო გია, თქვენი კეთილგონიერების იმედი მაქვს . გთხოვთ, ღიად დააფიქსიროთ თქვენი.პარტიის,»ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის»პოზიცია.
პრორუსული მთავრობის პოზიცია გასაგებია:„თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების!’’
რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა გითხრათ, არანაირი არეულობა არ იქნება, დიდი სიმშვიდოთ და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მიბრძანდით და მიეცით ხმა საქართველოს მომავალს. რამეთუ სხვანაირად საქართველო, როგორც სახელმწიფო არ იარსებებს, იარსებებს მხოლოდ როგორც რუსეთის პროვინცია, გუბერნია!
1991 წელი და პრეზიდენტის დამხობა აღარ გამეორდება.
ან მაგას რომ აცხადებენ რისი იმედი აქვთ?რა ძალა აქვთ? ჯარი, პოლიცია, პატრიოტები, ვეტერანები რუსეთს არ მისცემენ ხმას! ეს უკვე დადასტურდა…» — წერს გოგი თათუხაშვილი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

შსს განცხადებას ავრცელებს

«ჩემი ყურით მაქვს გაგონილი, როგორ უთხრა გიორგი შენგელაიას ბატონ ზვიად გამსახურდიაზე, ცოცხალი როგორ გაუშვიო»

რატომაც გრიგოლ ვაშაძემ დატოვა ენმ ეს პარტიისთვის მომაკვდინებელია-არჩილ თალაკვაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი