გმირობა მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე როდია შესაძლებელი

0
164

ეს ქალბატონები არც დევნილები არიან და არც საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ საკუთარი დამოკიდებულებით სამშობლოსადმი — ნამდვილად პირად მაგალითის მომცემები გახლავთ…
მათ შემხედვარეს, მათი მოსმენის და ქმედებების დანახვის შემდეგ, ცოტა მოგერიდება კიდევაც, საკუთარი ცხოვრების.
ჯერ კიდევ 2015 წელს შვიდ იანვარს საღამოს ექვს საათსა და ოცდაათ წუთზე მათ საკუთარი სათქმელი თქვეს იტალიაში, მილანში — დუომოს მოედანზე და დაამტკიცეს, რომ, თუ ადამიანი პატრიოტია, ის ყველგან ასეთი რჩება და სამშობლო მისთვის უმთავრესია.
იმ დღის შესახებ პრესა იუწყებოდა:
18:30 / 07.01.2015
მილანში მცხოვრებმა ქართველებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი „აფხაზური პავილიონი“ დაშალეს!
საქმე იმაშია, რომ:
იტალიის ოლიმპიური კომიტეტის მილანის ორგანიზაციის თაოსნობით საახალწლო ღონისძიებებს შორის იყო სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობათა პავილიონები:
უქმე დღე იყო და ჩვენი თანამემამულე ნანა ყუფარაძე აქ აფხაზების მიერ მოწყობილ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სახელწოდებით — პავილიონს წააწყდა, სადაც გამვლელებს: ადგილობრივებსა და ტურისტებს 12 გვერდიან ბუკლეტებს ურიგებდნენ.
ნანახით აღშფოთებულმა ნანა ყუფარაძემ დარეჯან დოკვაძეს — მეგობარს დაურეკა და თხოვა სასწრაფოდ მისულიყო და დახმარებოდა ფაქტის დაფიქსირებაში.
ელვის სისწრაფით ადგილზე მისულმა დარეჯან დოკვაძემ ფირზე აღნუსხა ბიულეტენები, რომელშიც მოთხრობილი იყო საქართველოს მიერ „დაჩაგრული“ პატარა რესპუბლიკა — აფხაზეთის შესახებ, რომელმაც თითქოს საქართველოს ომში დამარცხების შემდეგ მიაღწია დამოუკიდებლობას. აქვე ჩამოთვლილი იყო მათი დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნები, პირველ რიგში რუსეთი და შემდეგ ნაუატუ… ამით მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას გეგმავდნენ, რათა მომდევნო ამღიარებლები გამხდარიყვნენ სხვა ერებიც, ვისაც მომსვლელები წარმოადგენდნენ, მათ შორის — იტალია.
ნანა ყუფარაძე იტალიაში ახალი ჩამოსული იყო და იტალიურ ენას ჯერ კიდევ სრულყოფილად არ ფლობდა, მაგრამ ხელების და ფეხების „ენით“ — ხმის ჩახლეჩამდე ყვირილით მაინც მოახერხა და დამსწრეთ აუხსნა და გააგებინა, რომ ამ პავილიონის დამქირავებლები აფხაზები კი არა, აფსუები იყვნენ და არანაირ რესპუბლიკას, მით უფრო აფხაზეთს — ისინი არ წარმოადგენდნენ…
იმდენი ქნეს ნანამ და დარეჯანმა, რომ პლაკატები ჩამოახსნევინეს და ბუკლეტების დარიგებაც აკრძალეს… და ეს ყველაფერი დარეჯანმა ფირზე აღბეჭდა.
მეტიც, ღონისძიების იტალიელ ორგანიზატორებსაც მიაკვლიეს და ჩვენმა ქართველებმა ამ ფაქტის გაპროტესტებით სიმართლეც დაადგინეს:
იტალიის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელების თქმით, პავილიონები გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქირავდებოდა და გარკვეული საფასურის გადაიხდის შემდეგ სასურველი ექსპოზიციის განთავსების უფლებას იღებდნენ.
მაგრამ ქართველმა პატრიოტებმა „ცრუ ექსპოზიციებიც ჩამოახსნევინეს“ და ღონისძიების დასრულებამდე მორიგებაც დააწესეს, რომ მსგავსი არ განმეორებულიყო.
ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რომ იტალიური რადიოს რედაქტორები რომ დაუკავშირდნენ ფაქტის გარშემო სასაუბროდ, ნანამ საკუთარი ე.წ. „ჭრელი იტალიური ენით“ სცადა აეხსნა, რომ საკმარისად კარგად ვერ ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ აფსუები ტყუოდნენ, არანაირი რესპუბლიკის წარმომადგენლები არ იყვნენ და მით უმეტეს, არც ქართველების მიერ ჩაგრულები, პირიქით, მათ ქართველებს აფხაზეთში გენოციდი მოუწყვეს, საკუთარი სახლებიდან განდევნეს, დევნილებად აქციეს და ახლა მსოფლიოსთვის აშკარა ტყუილის თქმით „თვალში ნაცრის შეყრას“ უპირებდნენ. — ეს ყველაფერი იმდენად ემოციურად და ხმის ჩახლეჩამდე გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ ნანას ყოველი სიტყვა, მიუხედავად პირობისა, რომ არ გააჟღერებდნენ, ეთერში უცვლელად გაუშვეს და აი, საოცრებავ, აღფრთოვანებული მსმენელების ზარები რედაქციაში კარგა ხანს არ შეწყვეტილა: „ყოჩაღ, ქართველებოო!“.
დიახ, ყოჩაღ ქართველებო,
ძვირფასო ნანა და დარეჯან, თქვენ ხართ იმის მაგალითი, რომ გმირობა მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე კი არა, ყოველ ნაბიჯზე შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა.
ამ კადრებში მართალია ნანას მაშინდელი „იტალიური ენის“ შესატყვისად ცოტა არ იყოს ბუნდოვნად არის ფაქტი აღნუსხული, მაგრამ სწორედ ისევე იძლევა წარმოდგენას, თუ როგორ აიძულა ერთმა ქალმა იტალიური და აფსუათა მხარე მის თვალწინ სასწრაფოდ ჩამოეხსნათ „ცრუ“ პლაკატები. ხოლო მიზნის მიღწევის შემდეგ, პროვოცირების თავიდან ასაცილებლად პავილიონებს დარაჯობდნენ.
ეს ფაქტი იქნებ არც არავის გახსენებოდა, რომ არა სრულიად უახლესი ის ფაქტი, რომ უკრაინაში ამ რუსული — პუტინის სიკვდილის ჯარისკაცების მხეცობის ფონზე, იტალიაში იმ „პავილიონის“ ორგანიზატორ მაურო მურჯას — ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელი იტალიაში სხვა „მურჯები“ რომ არ მიმატებოდნენ.
სურათები:
მარცხნივ: დარეჯან დოკვაძე
მარჯვნის: ნანა ყუფარაძე

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ — ყველა მხრიდან ოკუპაცია — ომის გარეშე დასანებებლად:
იცოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის:
მარცხნივ: დოქტორი მაურო მურჯა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში.“ რომელიც სარდინიის მხარეში მდებარე ქალაქ ლანუზეისა და ცხინვალს შორის დამეგობრებისა და თავისუფალი ეკონომიკური კავშირების დამყარების შესახებ საუბრობდა, ცხადია, გარკვეული დაფინანსების სანაცვლოდ, მაგრამ ოფიციალური შეთანხმების არსებობა უარყო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ასევე ვიტო გრიტანი — იტალიაში აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენლი, და აფხაზეთის მეგობრების მხარდამჭერია.
„იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. აცხადებს ოფიციალური იტალია.
მარჯვნივ: მატეო დალ’ოსო — აფხაზების „თავგამოდებული“ მხარდამჭერი — იტალიელი პოლიტიკოსი -ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში. პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან“ — აცხადებენ აქ.

ქეთევან ჩემია, იტალია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ