18.06.2019 წ. დაახლოებით 22.30 სთ-ზე, გლდანში, მე-2 მიკრო რაიონის მიმდებარედ განთავსებულ ნაგვის ურნას ცეცხლი გაუჩნდა. რადგან მიზეზი ცეცხლის გაჩენისა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ძნელია მტკიცებით ფორმაში განცხადდეს, რომ ვიღაცამ განძრახ წაუკიდა. თუმცა ცხადია, რომ ცეცხლი არაფრისგან არ გაჩენილა და თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცეცხლი ნაგვის ურნას ვიღაცის დაუდევრობით გაუჩნდა.
ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო მანქანაც გამოჩნდა, თუმცა მანამ სანამ მეხანძრეები გამოჩნდებოდნენ ნაგვის ურნა მთლიანად დაიწვა, რადგან მოგეხსენებათ ახალი ნაგვის ურნები პოლიეთილენისგანაა დამზადებული და ადვილად იწვის. საბედნიეროდ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ის მთლიანად ლოკალიზებულია.