«გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო…სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები პატიება რომ გთხოვო»-გოგი წულაიას ემოციური წერილი საპატიმროდან

0
971

პოლიტიკოსი გოგი წულაია მეუღლეს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და საპატიმროდან ემოციურ წერილს უგზავნის.

«ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით მე და ბავშვები. შენ არ გიყვარს საჯაროდ ასეთი მილოცვა, მაგრამ ამ სიტუაციაში მეტი გზა არა მაქვს. ბოდიშს გიხდი და დაბადების დღეს გილოცავ!

სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები პატიება რომ გთხოვო. იმედია, მალე შევძლებ ყველაფერი აგიხსნა. საჯაროდაც ბევრჯერ მითქვამს და პირადადაც…..მე შენს მეტი ძვირფასი ადამიანი არ მყავს. ვამაყობ შენით. ღმერთს მადლობას ვუხდი ჩემი მეუღლე რომ გქვია…..

ოცდასამი წელი ვცხოვრობთ ერთად და შენ იცი ერთხელაც არ გამივლია გულში შენი წყენინება. ვთქვი ერთხელ საჯაროდაც ინგა არის ჩემთვის და მეტი არავინ ითქო და ასე შევასრულებ სიცოცხლის ბოლომდე. მე ამას დავამტკიცებ ჩემი დიდი სიყვარულით შენს მიმართ.

გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო და მომისმინო. ღმერთს ვთხოვ ჩემთან და შვილებთან ერთად უამრავი ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე წლები მოგვცეს»- წერს  წულაია.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ