«გირაოს გადახდას არ ვაპირებ» — ბესიკ თამლიანი

0
44

გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც „მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას , — ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა მატროსოვის დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობის დასრულებამდე 3 დღე იყო დარჩენილი, რის შემდეგაც საპატიმრო დაწესებულებიდან გირაოს გარეშე გავიდოდა, თუმცა „ფულადი გადასახადი თაღლითურად დაუნიშნეს, რაც არაადამიანობაა“.

„მეორეჯერ გამოვდივარ გირაოთი ციხიდან, თუმცა მეორედ არ მახატია სახეზე სიხარული, ან განცდა რომ კმაყოფილი ვარ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იწერს ხელისუფლება დადებით სტატისტიკას, რომ ხალხს გირაოთი აკმაყოფილებენ. ისედაც 2 დღე იყო დარჩენილი და გირაოს გარეშე გავდიოდი თავისუფლებაზე, როდესაც ხალხს 2 დღე რჩება ამ დროს თაღლითურად გირაოს უწესებენ, ეს არის არაადამიანობა. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც „მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას. გირაოს გადავიხდი თუ არა, პროცესებზე დასწრებას ვაპირებ, ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, — აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების: ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ, შესაბამისად, მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ