კრიმინალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ყველა პირი ისევ პატიმრობაში დატოვეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი ისევ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის გაუქმებასა და გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საუბარია 5 000 და 10 000-ლარიან გირაოზე.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ 11-ვე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პოლოციამ იმერეთში «ქურდული სამყაროს» მხარდაჭერისთვის ერთი პირი დააკავა

ქუთაისში სასაფლაოდან ბიუსტი მოიპარეს

Joni Kvaracxelia

მარნეულში ძაღლი სასტიკი წამებით მოკლეს

roma sajaia

დატოვე კომენტარი