გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხვალ დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

0
55

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სასამართლო განხილვები ფაქტობრივად დასრულდა.

პროცესზე, რომელიც 1-ელ მარტს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდგომაც მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ. ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვას იტყვიან ბრალდებულებიც და კიდევ ერთხელ, სასამართლოს წინაშე უკვე საბოლოოდ, დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ