პერსონა

გიორგი რურუა ციხიდან წერილს აგზავნის

მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამჟამად პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა ციხიდან სოლიდარობას უცხადებს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ, ვაჟა გაფრინდაშვილს და მოუწოდებს ხელისუფლებას ყველა ღონე იღონოსმის გასათავისუფლებალად.

«ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო თანამოქალაქეებო!
მოგესალმებით გლდანის ციხიდან პოლიტპატიმარი გ.რურუა.
ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. გავრილოვის პატიმრების და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა. მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში.
გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს,ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს!
დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული.

განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს!
ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თანგაწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილისი და სხვების მაგალითებით!

პოლიტპატიმარი გ.რურუა» — წერს გიორგი რურუა.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ამ თაობამ იცის, რას ნიშნავს თავისუფლება!» — ირაკლი ყიფიანი

ცოტა თავი შეიწუხოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა და ახსნას, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე — რომან გოცირიძე

Joni Kvaracxelia

«რა ხდება სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში?» — ბაია პატარაია

დატოვე კომენტარი