გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

0
150

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიზეზად მან დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.

დღეს პროცესზე ბრალდების მხარის 2 მოწმე უნდა დაეკითხათ, თუმცა გადაიდო, რის შემდეგაც დაცვის მხარემ რურუასთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

“აღარ არსებობდა არანაირი საფუძველი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების, იმიტომ, რომ თუკი აქამდე თეორიულად, ბრალდების მხარე ასაბუთებდა საკუთარ პოზიციას, რომ თურმე შეიძლებოდა ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე, ახლა უკვე ყველა მოწმე დაკითხულია და ფიზიკურად ვერავისზე ზეწოლას ვერ მოახდენდა გიორგი რურუა. რაც შეეხება პროცესის ზოგად შეფასებას – ცხადია, რომ ამას არანაირი საერთო არ აქვს სამართალთან და სასამართლოსთან,” – განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ