გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

0
109

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგი რურუას პატიმრობა 3 მუხლით შეეფარდა. მათ შორის ყველაზე მძიმე სასჯელი 4-წლიანი პატიმრობა იყო, რომელმაც შედარებით მსუბუქი სასჯელი შთანთქა. გიორგი რურუას ადვოკატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მან განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადა. “ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ამყოფო ადამიანი უკანონო პატიმრობაში… ეს გასაჩივრდება ფორმალურად და იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო”, – თქვა მან. გიორგი რურუას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სალომე სამადაშვილმა ის აცხადებს, რომ გიორგი რურუა ბიძინა ივანიშვილის საპატიმროში დარჩება არა 4 წელს, არამედ რამდენიმე თვეს, რადგან რამდენიმე თვეში მიაღწევენ არა მხოლოდ რურუას გათავისუფლებას, არამედ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლასაც.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ