ქ. თბილისის მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
საარჩევნო უბნიდან გამოსულმა განაცხადა რომ აუცილებელია არსებული პოლიტიკური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს:
„დღეს ხმა მე მივეცი იმას, რომ დამრთავდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. მთაწმინდელი ამომრჩეველს არჩევს ტყუილს და მართალს, არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე,“ — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.