გიორგი კეკელიძე: 25 თებერვალი მხოლოდ სიმბოლური არ უნდა იყოს

0
126

25 თებერვლის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“25 თებერვალი მრავალმხრივი თარიღია – დიდი გმირობის, რომელმაც მომავლის იმედი შეგვინარჩუნა, დიდი მარცხის, სისხლისა და იმედგაცრუების, რომელსაც ახლაც ვგლოვობთ და კიდევ დიდი ღალატის დღეც, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ვიხსენებთ – იმ ჯარს არათუ მოუძღოდა ქართველი, ეგებებოდა კიდეც.
ამიტომაც, 25 თებერვალი მხოლოდ პოეტის და საინტერესო კაცის კარგი ლექსის ერთი სტრიქონის ერთჯერადად გახსენების არ უნდა იყოს.
და ეგებ მხოლოდ სომბოლურ არა, პრაქტიკულ – აუცილებელ შეხსენების დღედ ვაქციოთ: რომ დამოუკიდებლობა ადამიანისთვის და სახელმწიფოსთვის უმთავრესი მოცემულობაა და ის, რის გამოც ჩვენმა წინაპრებმა თავი გასწირეს, ყოვედღიურ ჩვევად უნდა გვექცეს. რადგან დამოუკიდებლობა ბადებს თავისუფლებისკენ სწრაფვის შესაძლებლობას – ადამიანად ყოფნის უმთავრეს ნიშანს”

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ