სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე იმედზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. მისი თქმით თითქოსდა გაერთიანებულ ოპოზიციას ეგრეთწოდებული რუსეთიდან ჩამოყვანილი PR ტექნოლოგები ემსახურებიან წარმოადგენს სიცრუეს, ხოლო ფოტოზე აღბეჭდილია მისი საკუთარი ძმა, დავით ვაშაძე, რომელიც იმედმა ვინმე ევგენი რეშეტნევად შერაცხა.
«იმედი ვერ გავიგე?!:):)
ტელეკომპანია იმედი კარგით რა:) რა ევგენი რეშეტნევი, რის რუსი პრ ტრქნოლოგი:) ჩემი ძმაა, ღვიძლი ძმა, დედით, მამით, ბებიებით და ბაბუებით. არ გრცხვენიათ:):),»- წერს გიორგი ვაშაძე.