გიორგი ვაშაძე ბიძინას თამაშებს თამაშობს – მიხეილ სააკაშვილი

0
340

დღეს მთავარი არხის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა გიორგი ვაშაძეზე „მე ყოველთვის ძაან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, და ყოველთვის იმედებს ვამყარებდი მასზე. ყოველთვის მინდოდა მიმეცა მისთვის შანსი, თუმცა, ზოგი ამართლებს ამ შანსებს, ზოგი არა.

ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი სასარგებლო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. მე არაფერი პირადი წყენები არ მაქვს ხოლმე.

როდესაც პოროშენკომ პრაქტიკულად კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე იყო მისული მასთან, როგორც საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი, მაგრამ მე ეს არ მწყენია და არაფერი გამხსენებია, რაც იყო, იყო.-განაცხადა სააკაშვილმა

ახლა რაც ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის თამაში, როგორმე დაგვშალოს. ივანიშვილმა ეს თამაში გაათამაშა 2016 წელს, სცადა 2018-ში და ცდილობს ახლა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკა გვარამიას ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

საქართველში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები – ნიკა გვარამიას ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

Publicado por მთავარი არხი • Mtavari Arkhi em Domingo, 2 de agosto de 2020

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ