განცხადებებიპოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ საქართველოს ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება დააანონსა

«ახალი საქართველოს» ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის, ქართულ ოცნებასთან ერთად ხელისუფლებიდან წასვლის გადაწყვეტილება დააანონსა. მისი თქმით, სულ მალე გასაჯაროვდება აშშ-სა და ევროკავშირის ანგარიშები და გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებაზე.

„აშშ-ში გავლენიან წრეებთან მჭიდრო კავშირი მაქვს. ვიცი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მზადდება უკიდურესად მკაცრი ანგარიშები, ანალიზი და დოკუმენტები. ფაქტობრივად, საერთაშორისო ასპარეზზე  ბიძინა ივანიშვილის ბედი გადაწყვეტილია. ამას კონკრეტულ განცხადებებში ვნახავთ, რომლებიც მალე გასაჯაროვდება.

ამავე წრესთან მქონდა კავშირი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, დაუფარავად ვიტყვი, რომ მათი პოზიცია მაშინ განსხვავებული იყო. ისინი ფიქრობდნენ, ოპოზიციონერი პრეზიდენტი ქვეყანაში ქაოსსა და დაპირისპირებას გამოიწვევდა. ახლა, სულ სხვა ვითარებაა. ოქტომბრიდან ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან გზავნილებს ყველა ერთად მივიღებთ — ხელისუფლების ცვლილებისა და ივანიშვილის წასვლის დრო მოვიდა. ამისთვის ყველაფერი მზადდება, აღარ გაუვათ კანონების თავის თავზე მორგება.

2012 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას საერთაშორისო საზოგადოება სერიოზულ პრესინგს უკეთებდა, რათა სხვადასხვა კანონები მიღებულიყო, ეს იყო მასკერიმასოფერი. შემიძლია დავაანონსო, რომ იგივე პრესინგი იწყება ივანიაშვილის მთავრობისთვის.

ახლა, მთავარია ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაშლის შესაძლებლობა არ მივცეთ, საარჩევნო ცვლილებები შემდგომი დემოკრატიისთვის საჭიროა. ქართული ოცნებისთვის მთავარი კონკურენტები ჩვენ ვართ. თუმცა, მინდა კოალიციური მთავრობა, რადგან ხელისუფლების ხელიდან გაქცევა და ავტორიტარიზმისკენ გადახრა არ მოხდეს. წელს მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლა,» — აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სიტყვა 2008 წლის ომის წლისთავზე

Joni Kvaracxelia

«ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს»-გიორგი კალანდია თენგიზ სიგუას გარდაცვალებაზე (ვიდეო)

«ზვიად გამსახურდია,როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა,ამისთვის თენგიზ კიტოვანს,ჯაბა იოსელიანს,თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა» _ სალომე ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი