“მე მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში თქვენთან ერთად, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს ძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და მადლობა აქ შეკრებისთვის, მადლობა მათ, ვინც ინტერნეტით გვიყურებს. მადლობა მხარდაჭერისთვის და იცოდეთ, არასდროს გაგიმტყუნებთ იმედს, რომელსაც ახლა ჩვენ თქვენს გულებში ვსახავთ. ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ იმ დიდი ისტორიის, კულტურის მოზიარე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს.» — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშააძის სიტყვა სტრატეგია აღმაშენებლის პრეზენტაციაზე
Loading…