გიორგი გელაშვილის სკანდალური განცხადება

0
242

მოქალაქე გიორგი გელაშვილი ყვება, რომ პატრიარქმა, ილია მეორემ ის სექსუალურად შეავიწროვა და ტუჩებში აკოცა. ამის შესახებ მან ეროვნული TV-ს ეთერში მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთან ისაუბრა, რომელსაც მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული. მისი თქმით, პატრიარქის გარემოცვას ის არ მოსწონდა, რადგან “უცხო კაცი” იყო. რაღაც პერიოდის განმავლობაში ის პატრიარქთან მსახურობდა, ერთ-ერთ საღამოს კი ილია მეორემ ის თავისთან დაიბარა:”ერთ-ერთ საღამოს პირველი პირი მიბარებს თავისთან ოთახში. საუბრის დროს მე უბრაlოდ ვიჩოქებ მის წინ, ის უბრალოდ ზის. მოხდა ასეთ რაღაცა, რომ ჩამეხუტა და უბრალოდ მაკოცა პირდაპირ ტუჩებში. ეს ფაქტი მოხდა. მე ვიფიქრე, რომ მოხუცია და ეს შემთხვევით მოუვიდა, მაგრამ როდესაც სახე სპეციალურად ავწიე და დავრწმუნებულიყავი, რომ მეუფე მე მართალს მეუბნება თუ არა, მოხდა ისე, რომ ხელთავიდან გაიმეორა ეს კოცნა. უბრალოდ გავიწიე, ჩემთვის ეს იყო, რომ მიწა გამომეცალა ფეხებიდან. როგორ, ე.ი. რა ხდება? კონცენტრირება ვერ გავუკეთე ჩემს თავს. მან დამცინა, გაიცინა და მითხრა, რომ ჯერ მზად არ ხარო და როცა დრო იქნება გამოგიძახებო”. – აცხადებს გელაშვილი

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ