სხვადასხვა

გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი შს მინისტრი, გიორგი გახარია გახდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომას ხვალ გამართავს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ხვალ, პირველ მაისს, 12:00 საათზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით“, -განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“NLI”-ს საქველმოქმედო ღონისძიება გურიაში

“კაის ვჭამ და კაის ვტ#ნავ…პი@#@ასტია უკრაინაც”-პუტინის მოსიყვარულე ქართველი პუტინს აქებს (+18 ვიდეო)

“მე ვიყო პი@@რასტი თუ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდეს-ბერგერი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი