განცხადება/მიმართვა

“გიორგი გახარია გახლავთ რეფორმატორი მინისტრი, რომელსაც აქვს კარგი სტრატეგიული უნარ-ჩვევები”-ანრი ოხანაშვილი

როგორც ცნობილია ეროვნული უსაფრთხოების საბჭო  მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. აღნიშნულ ცვლილებებს მმართველი გუნდი დადებითად აფასებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით გიორგი გახარია რეფორმატორია და აქვს კარგი სტრატეგიული უნარ-ჩვევები.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, ბატონი გიორგი გახარია გახლავთ რეფორმატორი მინისტრი, რომელსაც აქვს კარგი სტრატეგიული უნარ-ჩვევები, ძალიან წარმატებულად ატარებს რეფორმებს მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისად, ასეთი გამოცდილების, კვალიფიკაციის, სტრატეგიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად არჩევა არის ძალიან სწორი,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პენსია 400 ლარი გახდება – ნიკა მელია

თურქეთი ხელოვანთა ხედვას კრძალავს

Joni Kvaracxelia

“თქვენ ხართ მოღალატეები…”-სააკაშვილი რუსეთის პროპაგანდისტი ლიდერების ვიზიტზე(ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი