გიორგი ბოტკოველი აფრთხილებს იყალთოელ მაღალჩინოსნებს

0
414

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გიორგი ბოტკოველი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე მკაცრი გაფრთხილებით მიმართავს «ქართული ოცნების» იყალთოს წარმომადგენლებს:

«მინდა, გაგაფრთხილოთ სამივე იყალთოელი ქოცმაღალჩინოსანი!!!

ზუსტად ვიცი, რა მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს თქვენსა და ,,ინვესტორს» (,,ქართული ოცნების» შემომწირველს) შორის, თუ როგორ ჩაუგდოთ ხელში (რა თქმა უნდა, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით) ეგრეთწოდებული ,,კიკაბაურების» ( სოფელ იყალთოს საძოვრები და ტყის მასივი) ჰექტრობით ტერიტორია.
არ გამოგივათ, დაითანხმოთ სოფელში კონკრეტული ადამიანები, რომ არამარტო ხმა არ ამოიღონ, არამედ დაგეხმარონ სოფლის დაწყნარებაში.

პირობას გაძლევთ, არ გამოგივათ ეს ყველაფერი და თუ რამეს შეძლებთ, რომ მალულად და ძალმომრეობით გააკეთოთ ეს, პასუხს აგებთ აუცილებლად როგორც იყალთოელების, ისე კანონის წინაშე.

P.S საკმარისი უკვე დააშავეთ იყალთოელების წინაშე!» — წერს ბოტკოველი.

ფატები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ