დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ, შეხვედრა გამართა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან დისტანციურ რეჟიმში. შეხვედრისას განიხილეს საკონსულო აღირცხვა და მასში არსებული პრობლემები, როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობას საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვა, რათა მოხდეს მათი დროული რეგისტრაცია.
ქართველმა ემიგრანტებმა გიორგი ბარამიძესთან საუბრისას აღნიშნეს რომ ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის და გამარჯვებისთვის და ამისათვის ბოლომდე იბრძოლებენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა 20 ივნისის მონაწილე და დაზარალებული სოფო ჭურღულია, რომელიც ახლა უკვე მის მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად აპირებს არსებული რეჟიმის შეცვლას. ათენში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა აღნიშნეს რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვალოს მათ შორის თავიანთი არსებული ფინანსური რესურსით უზრუნველყოფენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მობილიზებას. ( ამ მობილიზებაში იგულისხმება ტრანსპორტირება საბერძნეთის ერთი ქალაქიდან მეორეში არჩევნების დღეს.