საინტერესო

გინდ დაიჯერეთ გინდ არა

ჩვენთვის კარგად ცნობილი შესაფუთი მასალა ელ ფილდინგმა და მარკ ჩავანესმა 1957 წელს გამოიგონეს. მათი პროექტის მიხედვით, ბუშტულებიანი ცელოფანი უნდა გამოეყენებინათ, როგორც ორიგინალური და უნივერსალური რეცხვადი შპალერი. მაგრამ გამოგონებამ მომხმარებელი ვერ დააინტერესა, ამიტომაც ის თაროზე შემოდეს. და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოუვიდა ელ ფილდინგს იდეა, თავისი გამოგონება ადვილად მსხვრევადი და ძვირფასი ნივთების გადასატანად გამოეყენებინა. გაბერილი ბუშტულები დარტყმის ძალას ამცირებს და ამის წყალობით ის იდეალურ შესაფუთ მასალად იქცევა! ამჟამად ბუშტულებიან ცელოფანს შესაფუთ მასალად იყენებენ ადვილად მსხვრევადი ნივთების ტრანსპორტირებისთვის. გარდა ამისა, ის არაჩვეულებრივად ეხმარება ადამიანს სტრესის დაძლევაში. რომელ ჩვენგანს არ გაუხეთქავს ეს ბუშტულები? მაგრამ, ალბათ, იშვიათად თუ ვინმემ იცის, რისთვის გამოიგონეს ის. გინდ დაიჯერეთ გინდ არა მას პირველად შპალერის მაგივრად იყენებდნენ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

იცით თუ არა რა პრივილეგიებით სარგებლობს ელიზაბეტ II?

”საფლავში ის მარტო არ არის”. ეპისკოპოსთან ერთად დაკრძალეს მისი შვილიშვილის ემბრიონი

მკვლელი კრაზანები

დატოვე კომენტარი