აღსანიშნავია, რომ «ამერიკის მეგობართა კლუბი» გრანდიოზულად უკვე მერამდემე წელია აღნიშნავს 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ილია ზუკაკიშვილის ხელმძღვანელობით იმართება. მისი მოწოდებაა ხელი შეუწყოს ორ ერს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას. ყოველწლიურად ამ ღონისძიების ორგანიზებასა თუ ჩატარებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. ასევე უნდა ითქვას, რომ წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია არაერთ საინტერესო ღონისძიებას აწყობს, , სადაც ესწრებიან დიპლომატიური კორპუსისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები და რომელსაც რა თქმა უნდა «Paqtebi.ge» ყოველთვის აშუქებს. უნდა ითქვას, რომ ჩვენს წარმომადგენელთან საუბრისას, დამსწრე საზოგადოებას აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან ამ ორგანიზაციიდან ღონისძიებაზე მოწვევებს, რადგან ეს ყოველივე უკვე სახალხო დღესასწაულად იქცა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2023 წლია 4 ივლისს ამერიკის მეგობართა კლუბმა მორიგჯერ აღნიშნა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, სადაც მოწვეული იყვნენ საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში ასევე აშშ-ის ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი.