არჩევნები

გივი თარგამაძე განცხადებას ავრცელებს

პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე საციალურ ქსელში გურულებს მიმართავს:

«მეგობრებო, თანამებრძოლებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო: მივიღე გადაწყვეტილება, შიდაპარტიულ კონკურსში მონაწილეობა მივიღო გურიიდან. მართალია, ისტორიული სამართლიანობა ჯერაც არაა აღდგენილი და ჩემი მშობლიური ნიგორზღვა კვლავაც სამტრედიის რაიონს მიეკუთვნება, ეს გურიისადმი ჩემს სიყვარულს ოდნავაც არ ანელებს. მოკლედ, აქ ვარ, ველი თქვენს გამოხმაურებას, მხარდაჭერას, შეხიდებას. გურიაში მოპოვებული თითოეული ხმა დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ქოცების მოშორებაში, გარდამტეხი ცვლილებების განხორციელებაში. ხათუნა გოგორიშვილის გურიის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება მომავალი კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. თქვენი მონა მორჩილი კი მადლიერი იქნება თითოეული გურულის, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის თავის ხმას ევროპულ საქართველოს მისცემს❤✌» — წერს გივი თარგამაძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პარლამენტში ბრძოლას იწყებს კანონპროექტი «აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ»

Joni Kvaracxelia

ნიკა მელიამ შალვა შავგულიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

ამ წუთებში მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს

დატოვე კომენტარი