«განსხვავებით ერთი უკიდურესობისგან, რაც არის ქართული ოცნება, სადაც ყველაფერს ბიძინა ივანიშვლი წყვეტს, ასევე განსხვავებით, ოპოზიციური გაერთიანებისგან, სადაც სადღაც ღრუბლებშია მიხეილ სააკაშვილი და გაუგებარია რა სტატუსი აქვს და არის ქაოსი. ჩვენ გვაქვს ხოლმე, ზოგჯერ დისკუსია, მათ შორის მწვავე დისკუსია, მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ ეს არ არის არც ფასეულობითი და არც ღირებულებითი განსხვავება, რომ რაიმე ტიპის გახლეჩვა გამოიწვიოს. გიგი უგულავა არსად წასვლას არ აპირებს, ის არის ამ გუნდის ლიდერი და ერთად ვაპირებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილისა და პრორუსული ძალების დამარცხებას.» — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
აპირებს თუ არა პარტიიდან წასვლას ელენე ხოშტარია, ბოკერიამ უპასუხა — «იმედი მაქვს, რომ არა».
«სხვის მაგივრად დარწმუნებული ვერ ვიქნები, გიგი უგულავასგან განსხვავებით, ელენე ხოშტარია პარტიაში ფორმალურ თანამდებობას არ იკავებს . უგულავაზე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სისულელე და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ესე არ მოხდება.»
ამის შესახებ პარტია ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ემა გოგოხიას გადაცემა, 360 გრადუსში სტუმრობისას ისაუბრა.