“გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ”

0
193

ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განცხადებას ვარცელებს:

„ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელში ნინია კაკაბაძეს დაამტკიცებდნენ, ერთი კვირით ადრე, მე ამის შესახებ ვიცოდი, რადგან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ხელმეორედ უნდა დამდგარიყო და დაემტკიცებინათ. ასეთი გარიგებები ივანიშვილსა და ბოკერიას შორის ბევრია და უფრო მეტი იქნება, რაც მმართველ გუნდში ღია დაპირისპირებას უფრო თვალსაჩინოს გახდის“

„ოცნებაშიც“ არიან ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული თავმოყვარეობა აქვთ. მართალია, მათ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურ მონებად გადაიქცევიან. მით უფრო მაშინ, როდესაც პროცესები არასწორი მიმართულებით მიდის. გედი ფოფხაძემ, ნუკრი ქანთარიამ, დავით ჭიჭინაძემ მეტ-ნაკლებად გამოავლინეს თავმოყვარეობა“.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ