გიგა ბოკერიას გენპროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე. «2012 წლის არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენდა ბატონი ბოკერია და 8 წლის შემდეგ როცა ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არის პოლიტიკური დევნა, ჩემი აზრით, არასერიოზულია, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ, რომ ის არის პარლამენტის წევრი, ამ წლების განმავლობაში იყო ძალიან აქტიური ოპონენტი. არის გამოძიება, მასაც, როგორც სხვა მოქალაქეებს, აქვს ვალდებულება, გასცეს პასუხი გამოძიებას,» — განაცხადა თალაკვაძემ.
Loading…