პერსონასოცქსელი

გია ხარჩილავა განცხადებას ავრცელებს

წალენჯიხის მერი, გია ხჩილავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
«ომი უკრაინაში მოიტანს ახალ მსოფლიო წესრიგს.ამ ვითარებაში,სამყაროს გადაწყობის პირობებში, უკრაინას ექნება, სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამაგრებული, ერთგვარი სავიზიტო ბარათი მომავალ მსოფლიოში…
«ქართული ოცნება», ევროკავშირის სტატუსის თავარდნასთან ერთად,(რაც მიზანმიმართული პროცესია რუსეთის სასარგებლოდ),დარჩება ქართველი ერის პირისპირ, როგორც ძალა, რომელმაც დააღალატა მას ისტორიულ, გადამწყვეტ, ეროვნულ მომენტში. მათი პოლიტიკური ბედი ცხადია… ეს მალე გამოჩნდება! სულ მალე! ეს ხელისუფლება არ გამოხატავს ერის არჩევანს, 80 %-ს! და ეს ხალხი გამოიტანს ისტორიულ განაჩენს!ეს კონფლიქტი არის -გარდაუვალი!!! გარდაუვალი და ფილოსოფიურად მუდმივი.
მაგრამ, შეუგუებლებისთვის, ვისთვისაც, გამარჯვებული მშვიდობაა ფასეული, აქედანვე ცხადზე ცხადია, იმ გმირების როლი და სიდიადე, რომლებიც, მომავალი საქარᲗველოს, თავისუფალის და გამარჯვებულის, შემოქმედად, უკვე დღეს გვევლინებიან… გვევლინებიან საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე!!!
ამიტომაც, თითოეული დაღუპული ქართველი და უკრაინელი გმირი, ხვალინდელი თავისუფალი საქართველოს შემქმნელები არიან! ამიტომაც, ძვირფასია ყოველი მათგანი-ჩვენი ბედის შემოქმედნი! ისინი ჩვენი ბედის მშელელნი არიან!!!
და როცა,კრემლთან პირჩაგუბებული ხელისუფლება გვყავს… და, როცა, მისამძიმრებასაც ვიზირება სჭირდება…
თანაზიარი ვარ ოჯახებთან და ყოველ ქართველთან! აქ, ჩვენ, ჩვენი ომი გვაქვს და არ დავაღალატოთ მათი სულები! აქ საომარს მივხედოთ!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
გმირებს დიდება!» — ნათქვამია განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ყველას დედას შე@@#ი ხოშტარიათი დაწყებული და მათი ლიდერი სააკაშვილის დე@@@##@ვნის სურვილებით»-რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

«ხან პრეზიდენტი დარბის ჯვრებით, ხან — პრემიერი, მღვდლები და ეპისკოპოსებიც ხვნეშა-ხვნეშით ძლივს მიაწევენ «შემოწირულობებით» ნასუქ ღიპებს…»

«ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია»

roma sajaia

დატოვე კომენტარი