განცხადებები

გია ხარჩილავას პასუხი TV იმედს

თქვენს დეზინფორმაციაზე:
თქვენს გადაცემაში ხსენებული მიწის ნაკვეთი 47.08.38.363 არის სახელმწიფო(არამუნიციპალურ)საკუთრებაში! სახელმწიფო საკუთრებაში! ამიტომ, მის განკარგვას(იჯარა,უზურფრუქტი,გასხვისება)ახორციელებს»სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო»(და არა «წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია»).
შესაბამისად,მუნიციპალიტეტის მერია(მერი) არ ახორციელებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რაიმე სახით გასხვისებას.
შესაბამისად თქვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი გახლავთ შეგნებული დეზინფორმაცია და წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას წალენჯიხის ოპოზიციური მერის წინააღმდეგ,რადგან მისი რეფორმატორული საქმიანობა შემაშფოთებელი აღმოჩნდა «ქართული ოცნებისთვის»,როგორც წარმატებული და მიზანმიმართული დემოკრატიული და დეცენტრალიზაციის მოდელის ჩამოყალიბებისა!

პ.ს:მოვითხოვ live ჩართვას იგივე ფორმატში,რა ფორმატშიც აწარმოეთ დისკრედიტაციის მცდელობა!

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვერ გაგიწევენ სათანადო დახმარებას თქვენი მონა-მსახური კოლაბორაციონისტი და გამყიდველი ქართველები»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

თბილისის მერიას ახალი მანქანების შეძენა 1 მილიონი ლარი დაუჯდება

ლევან ხაბეიშვილი — „ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი