გია ხარჩილავას პასუხი სისტემას

0
99

რამოდენიმე დღის წინ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ავტომანქანას საკუთარ სახლთან ცეცხლი წაუკიდეს. ხელისუფლებამ, საქმის დაინტერესების მაგივრად სრული სიჩუმე ამჯობინა, რასაც მერმა პასუხი სოცქსელის მეშვეობით გასცა.
«პასუხად სისტემას!
ვიყოთ ადამიანზე ორიენტირებულნი! კიდევ: კინკლაობისთვის არავის სცალია!
……
დიახ!
კოლმეურნეობის შენობის პრივატიზება პრემიერის თანხმობით მოხდა და მე, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა, ეს აღვნიშნე.
ჩვენ ასე ვიცით!
დიახ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წალენჯიხას დაუბრუნდა, რადგან, იყო მხოლოდ ტექნიკური, ერთდღიანი დაგვიანებით წარდგენის ხარვეზი და მსგავსი ამბავი, მერს და პრემიერს შორის გვარდება ჩვეულებრივი კომუნიკაციის რეჟიმში! ესეც აღვნიშნე!
პროცესი პოლიტიკის საგანი გახადა»ოცნებამ», ადგილობრივმა და რეგიონულმა ორგანიზაციამ, ძალიან უსუსურად, მხარდაჭერის ნაცვლად, ჩასაფრებული პოზიციიდან, სოფელ-სოფელ იარეს მერის საწინააღმდეგო პოლიტიკის საკეთებლად!
დიახ, დადებითად ჩაერია ირაკლი ზარქუა ამ ამბავში და ესეც აღვნიშნეთ. ჩვენ ასეც ვიცით!!!!!
მაგ ტექნიკური ხარვეზის გამო, პოლიტიკის კლასი აჩვენა და გადადგა, პასუხისმგებელი, პირველი მოადგილე, ლაშა ზარქუა! (მოარგეთ, ახლა, ამ წუთებში, ეგ გამოცდილება, კალაძეს-თქვენც იცოდეთ ასე!!!)
…..
«ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქვა?»
……
დიახ!
მანქანის ცეცხლის წაკიდება იყო არა მხოლოდ ნივთის დაზიანება, არამედ, რომ არა სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა, ბენზინის ავზის აფეთქება გადაწვავდა ჩემი კეთილი მეზობლების საცხოვრებელ სახლებს, ცეცხლს წაუკიდებდა იქვე, 1,5 მეტრში გაზის გაყვანილობას,(რომელიც უკვე ჩამომდნარი იყო) და შეიცავდა სასიცოცხლო საფრთხეებს!
არც ერთი ზარი და თანადგომა ცენტრალური თუ რეგიონული ხელისუფლებისგან არ მიმიღია! მე, პირადად, თქვენ ადგილას, ყველაფერს მივატოვებდი, ჩამოვიდოდი წალენჯიხაში, ოჯახში მივიდოდი და განვაცხადებდი თანადგომას, გამოძიების ეფექტურად ჩატარების სახელისუფლებო გარანტიებს!
ჩვენ ასე ვიცით!
P.S. არც «გრანელობაზე», როგორც ყველაზე დიდ, საერთო სახალხო წალენჯიხურ დღესასწაულზე, არც სხვა მოწვევაზე, ვნახე ხელისუფლების შტოების დასწრების და მოსახლეობასთან დღესასწაულის გაზიარების მაგალითი!
სტიქიის ადგილებზე გავედით ღონისძიებიდანვე, «გრანელობიდან», მთელი მერიის შემადგენლობა და რწმუნებულები! იმავე დღეს(მთელი ღამე) გაიხსნა გზები და ამუშავდა შტაბი!
მეორე დღესვე ვაცნობე და გაუგზავნე წერილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, გაეწია დახმარება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით, უზრუნველყო ფახულანი-ჭალეს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე არსებული სახიდე გადასასვლელის მისასვლელი გზების აღდგენის სამუშაოების სწრაფი რეაგირება. ხიდი აღდგენილია.
წალენჯიხის მერია ტექნკიური და ფინანსური, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ამ დროისთვისაც აქტიურად მუშაობს სტიქიის ლიკვიდაციის მიმართულებით.
პარალელურად, დგინდება სტიქიის ზარალი, რომელიც ოპერატიულად გადაეგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
წალენჯიხას ყავს არჩეული მერი, არსებობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომელიც განსაკუთრებით, ფორსმაჟორში, უნდა ხვდებოდეს და ეთანამშრომლებოდეთ მას, როგორც თვითმმართველობის უმაღლეს ლეგიტიმაციის პირს! თქვენ ძალიან ყურადღებით ადევნებთ თვალს ჩემს fb გვერდს და, ოფიციალურ შეტყობინებამდე, იცოდით, ჩემი ჩართვებიდან, კატასტროფული სტიქიის შესახებ. აქაც არც ერთი ზარი, და ჩამოდიხართ წალენჯიხაში, სტიქიის მეორე( მანქანის დაწვის) დღეს, და, ნაცვლად იმისა, რომ გამოხატოთ თანადგომა, შევხვდეთ, ერთად გავიდეთ მოსახლეობაში, ხვდებით ყოფილ, ბატონ გამგებელს, ხვდებით საკუთარი პარტიის ამომრჩეველს და არა მერს! ცუდია, როდესაც მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებით და არა სრულიად საქართველოს! ბიუჯეტი ხალხისაა და არც ბატონ ზარქუას უნდა ჭირდებოდეს შუამავლობა მთავრობასთან! ხაზგასმა: ამ დროს,სწორედ, მერიის განაცხადის საფუძველზე,ხდება საკითხის გადაწყვეტა ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით! კანონით ასეა!
მე მხოლოდ ფაქტები აღვწერე. ადამიანური შეფასებების, ემოციების გარეშე. ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, მოქალაქე და არა პარტიული კონიუნქტურა. მე ყველას მერი ვარ, ყველა წალენჯიხელის,მათ შორის, ოცნების მომხრეების, ერთნაირად აღვიქვამ ყველა წალენჯიხელის გასაჭირს, ერთნაირად ვუდგავარ და დაუდგები გვერდით ყველას, და, ერთნაირად აღვიქვამ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ სწორ ნაბიჯებსაც და გამიზნულ ეკონომიკურ დესტრუქციასაც(მაგალითად, 300 000 ლარის წაღლეტვა წალენჯიხის მოსახლეობისთვის)!
უნდა გადაილახოს ეს სხვადასხვაობა და მოქმედება მოერგოს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქის მთავარ ინტერესებს!» — განაცხადა გია ხარჩილავამ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ