გია მაისაშვილი კალიფორნიიდან საქართველოში გადმოყვანას ითხოვს.ის სტენფორდის უნივერსიტეტის კლინიკაში მკურნალობდა და ავადმყოფობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებაზე დახმარებას საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა სამინისტრს უმორჩილესად თხოვს. გიორგი მაისაშვილი, დიდხანს დაფასებული მამულიშვილი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი საქართველოს მთავრობამ უპასუხოდ დატოვა. ის ამჟამად ებრძვის სიკვდილს და დაჟინებით ითხოვს სამშობლოში დროულად გადმოყვანას, მაგრამ უშედეგოდ.