განცხადება/მიმართვა

გია ვოლსკი: “ქართული ოცნების” წევრები პროფესიონალური და პატრიოტული განწყობების არიან

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ენმსა და ევროპული საქართველოს შესახებ საუბრობს, ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

“„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბუნებრივი მოკავშირეები არიან და თუ ერთმანეთში რამე უთანხმოება აქვთ, ამან დიდი გავლენა ან რაიმე სკანდალური ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს. იქ ხანდახან რაღაც გაუგებრობებია, რომელიც გარეთ გამოდის, მაგრამ ამ ორივე პარტიის არსი ძირითადად ერთი და იგივეა, დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და დანაშაულებები, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ასე რომ, აქ ცოტა წაკინკლავება არაფერს განაპირობებს. ქართული ოცნების წარმომადგენლები არის ხალხი, რომელსაც გული შესტკივა, პატრიოტული განწყობების არიან და რაც მთავარია, პროფესიონალური მონაცემები გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ოპონენტებს.”-განაცხადა გია ვოლსკიმ

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პაატა იმნაძის გაფრთხილება

უმძიმესი კადრები! აქციაზე დაჭრილი ქალი, რომელსაც სისხლი სდის (ვიდეო)

ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!-ნინო სუხიშვილი

დატოვე კომენტარი