პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
«წინასწარ მადლობა მინდა გითხრათ გუშინ 13 სათზე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება იმდენი ადამიანი მოვიდა ხელმოსაწერად და დღეს დილიდან იმდენი მსურველი გამოჩნდა რეგიონებიდან მონაწილეობის მისაღებად რომ შეიქმნას კომისია და დაესვას წეტტილი საბოლოდ ამ უსამართლობას და ჩემი და ჩემი ოჯახის წამების ფაქტებს და იმისთვის დაისაჯოს ხელისუფლება დღევანდელი ერთ უდანაშაულო მძინარე ერთად ერთი ვაჟის მკვლელობა თავისივე საწოლში დედმამის თვალწინ თავისი დის თანდასწრებით ეს დანაშაული სახელმწიფოს პირდაპირი ჩადენილია შემდეგ ამას მოყოლებული სიბინძურე ისევ უსინდისოდ სახელმწიფოს მხრიდან ტყუილები ჭორები საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ცრუ ინფორმაციები ტვ იმედის არა ადამიანური ტყუილები ბინძური დეზინ ინფორმაციები და ბევრი სიბინძურე ჩვენს წინამღდეგ მარტო იმიტომ რომ დარჩნენ ხელისუფლებაში და გაგრძელონ იგივე სიბინძურე ამა ქვეყნის საზოგადოების და მოქალაქების წინაშე 10 თვის განმავლობაში მე უბრალო ადამიანს რა ჯოჯოხეთი გამატარეს დღესაც იგივეს იმეორებენ და ცდილობენ როგორმე გამტეხონ ყველა ბინძური მეთოდებით მე დავრწმუნდი ამ ერთი დღის განმავლობაში საქართველოში და საქართველოს გარეთ რამდენად სტკივათ უსამართლობა და ტამერლანი ამაში ისედაც ვიყავი დარწმუნებული ერთად ერთი საშუალება ეს არის შეიქმნას კომისია რისიც ამ ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს აზანზარებს იციან ეს დასასრული იქნება მათი სიბოროტის და ამისთვის გთხოვთ არ დაიხიოთ უკან და დამიდგეთ გვერდით ამით ჩვენ დანარჩენ ახალგაზრდობასაც და ახალ თაობასაც გადავარჩენთ
მადლობა ყველას დიდი პატივისცემით (ვაახა) მალხაზ მაჩალიკაშვილი»