სკანდალი

გვცემდნენ რეიკებით, სახაზავებით, ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული…”-რას ყვება ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი?(ვიდეო)

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ფორმულასთან საუბარში იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. აღსაზრდელმა პანსიონში 15 წელი გაატარა იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან “ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ”.

“იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული. ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში”, – ყვება ის.

ყოფილი ბენეფიციარი, ასევე ამბობს, რომ მისი პანსიონში ცხოვრების დროს გაუპატიურების ფაქტები არ სმენია.

“იყო ფაქტები, როდესაც აღმზრდელებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი იყო ნასამართლევი 14 წლის ბავშვის გაუპატიურებზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა”, – ამბობს ყოფილი აღსაზრდელი.

წყარო:ფორმულანიუსი

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-ის დაზვერვა – ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს

“ვუყურებთ ქვეყნის სიკვდილს…ივანიშვილმა არაფერი არ დატოვა დაუნგრეველი” (ვიდეო)

თურქეთი ხელოვანთა ხედვას კრძალავს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი